საქართველოს საპატრიარქოს წმ. იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის მოსწავლეები კონკურსში - „ნახატები ბიბლიურ თემებზე“ მონაწილეობენ
27-08-2018
საქართველოს საპატრიარქოს წმ. იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის ხატვის წრის მოსწავლეები საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის კონკურსში - „ნახატები ბიბლიურ თემებზე“ მონაწილეობენ.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეები - ნიკოლოზ ხერგიანი, თორნიკე ქობულაძე, ციცი შორთიშვილი, მარიამ სვანიძე, სოსო ქუქჩიშვილი კონკურსში ხალისით ჩაერთვნენ და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.

სკოლის აღსაზრდელებს ხატვას პედაგოგი ნათია კობალაძე ასწავლის. 

კონკურსი საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ეწყობა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203