ოზურგეთის N2 საჯარო სკოლაში ქიმიაში ინოვაციური სამოდელო გაკვეთილი ჩატარდა
27-08-2018
ნოდარ დუმბაძის სახელობის ოზურგეთის N2 საჯარო სკოლის Xბ კლასში 2017-2018 სასწავლო წელს ქიმიაში ინოვაციური სამოდელო გაკვეთილი ჩატარდა. სასწავლო პროცესს პედაგოგი თინა გაბუნია ხელმძღვანელობდა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, პედაგოგმა გაკვეთილზე მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობები გამოიყენა. მოსწავლეები საგაკვეთილო პროცესში მონდომებით ჩაერთვნენ და მასწავლებელთან ერთად ქიმიური ცდები ჩაატარეს.