ჩოხატაურის ჩაისუბნის საჯარო სკოლაში მოსწავლეებს საკუთარი ნიჭის რეალიზაციისთვის კარგი გარემო აქვთ
28-08-2018
ჩოხატაურის ჩაისუბნის საჯარო სკოლაში 2017-2018 წლის სასწავლო პერიოდში მოსწავლეები მრავალ სიახლეს გაეცნენ, მათ შორის საკუთარი ნიჭისა თუ უნარების რეალიზაცია მოახერხეს. 

კერძოდ, გეოგრაფთა კლუბში სამუშაო შეხვედრები გაიმართა, რომელიც არაფორმალური განათლების განვითარებას უწყობდა ხელს. ასევე, მეშვიდე კლასში ღია გაკვეთილი: „დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების ეპოქა და მისი მნიშვნელობა“ ჩატარდა. 

X კლასმა სამოქალაქო განათლებაში თავი გამოიჩინა, განსაკუთრებით ეფექტური გახლდათ ღონისძიება ბულინგის წინააღმდეგ, სახელწოდებით - „არა ბულინგს“ (პედაგოგი ნ.ხვედელიძე). 

ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ აქტივობებისა, რაც ჩოხატაურის ჩაისუბნის საჯარო სკოლაში ტარდება ხოლმე. 

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203