ნანა ოყუჯავა კონკურსის, ''ნახატები ბიბლიურ თემებზე'', პირველი ადგილის მფლობელი გახდა
26-12-2016

სენაკის N1 სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე ნანა ოყუჯავა, უფროს  ასაკობრივ  ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა.  

საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართება კონკურსის „ნახატები ბიბლიურ თემებზე“ დასკვნითი ეტაპი, გამოფენა და დაჯილდოების ცერემონია.

ღონისძიებაზე გამარჯვებულებს, ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით, გადაეცემათ სიგელები და ფულადი ვაუჩერები. 

კონკურსის ყველა მონაწილე სიგელით დაჯილდოვდება.

კონკურსი „ნახატები ბიბლიურ თემებზე“ მეექვსე წელია უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203