ქუთაისის N2 საჯარო სკოლის კურსდამდავრებული სიანის უნივერსიტეტმა ჩინეთში სასწავლებლად მიიწვია
28-08-2018
იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლის 2015 წლის კურსდამდავრებული თამარ დოლაბერიძე (დამრიგებელი ცირა ქარსელაძე) სიანის უნივერსიტეტმა, ჩინეთში, ჩინური ფილოლოგიის ფაკულტეტზე სასწავლებლად მიიწვია.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, თამუნა თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტის სტიპენდიანტი იყო. მან სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა და დღეს ის თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტია.

„ვისაც თამუნასთან ჰქონია შეხება, მისი ეს წარმატება გასაკვირი არ იქნება. ვულოცავთ თამუნას ამ წარმატებას! ჩვენ ვამაყობთ ჩვენი მოსწავლეებით“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

აღსნიშნავია, რომ ქუთაისის N2 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებიდან ასეთივე ვიზიტით, ჩინეთის სხვადასხვა უნივერსიტეტებში, იმყოფებოდნენ შაკო ჩიხლაძე (2013 წლის კურსდამთავრებული, დამრიგებელი სოფო ტყეშელაშვილი) და ანა ნარჩემაშვილი (2014 წლის კურსდამთავრებული. დამრიგებელი ნატო თევდორაძე). ორივე სკოლის წარჩინებული მოსწავლე იყო.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203