მიუხედავად მამის წარმატებული კარიერისა ცნობილი მომღერლის ვალერი მელაძის ქალიშვილს შოუ-ბიზნესში წასვლაზე არც კი უფიქრია. ინგა მელაძემ საკუთარი თავი სამეცნიერო-ფსიქოლოგიურ კვლევებში იპოვა და შარშან ოქსფორდის უნივერსიტეტი, სპეციალობით - ექსპერიმენტული ფსიქოლოგია დაამთავრა.
ოქსფორდის შემდეგ მომღერლის ქალიშვილმა სწავლა ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკური მეცნიერებათა სკოლაში გააგრძელა.
მიუხედავად დატვირთული სამუშაო გრაფიკისა, ველერი შვილებს დიდ დროს უთმობს და მათთან ერთად ზაფხულის არდადეგებს ატარებს, ამიტომ ინგას ინსტაგრამზე მამასთან და დებთან ერთად გადაღებული ბევრი ფოტოს ნახვაა შესაძლებელი.
ინგას გარდა ვალერი მელაძეს ყოფილ ცოლთან ირინასთან კიდევ ორი ქალიშვილი - სოფია და არინა ჰყავს და ასევე ორი ვაჟი - კონსტანტინი და ლუკა ახლანდელ მეუღლესთან რუსული ჯგუფის „ვია-გრას“ ყოფილ სოლისტთან ალბინა ჯანაბაევასთან.