„განათლება ყველაზე დიდი ღირებულებაა“ - Etaloni.ge- ს ბლიცკითხვებს შრომისუბნის საჯარო სკოლის წარმატებული მენეჯერი პასუხობს
Etaloni.ge სკოლის გამორჩეულ მენეჯერებთან ბლიცინტერვიუს იწყებს.5 წინადადების შესავალი დირექტორებმა თავიანთი შეხედულებისამებრ უნდა დაასრულონ.
ამჯერად, საკუთარ მოსაზრებებს შრომისუბნის საჯარო სკოლის წარმატებული დირექტორი ქეთევან ხომერიკი გაგვაცნობს:სკოლა არის ადგილი, სადაც მოსწავლე განათლებას იღებს.
საუკეთესო მოსწავლე არის ახალგაზრდა, რომელსაც შეუძლია ცოდნის ტრანსფერი ნებისმიერ სიტუაციაში.
პედაგოგი ფასობს გაწეული შრომით, როდესაც მოსწავლეთა განათლებისთვის მაქსიმალურად იხარჯება.
დირექტორი უნდა იყოს კეთილსინდისიერი მოსწავლეთა, პედაგოგთა და მშობელთა წინაშე.
განათლება არის ყველაზე დიდი ღირებულება, რასაც ადამიანი მთელი ცხოვრების განმავლობაში იძენს.