„სკოლა ოჯახია, სადაც გვიყვარს, ვზრუნავთ და ვთანამშრომლობთ“ - ბლიცინტერვიუ წიფნარის საჯარო სკოლის წარმატებულ დირექტორთან
29-08-2018
Etaloni.ge სკოლის გამორჩეულ მენეჯერებთან ბლიცინტერვიუს იწყებს.

5 წინადადების შესავალი დირექტორებმა თავიანთი შეხედულებისამებრ უნდა დაასრულონ.

დღევანდელი ბლიცინტერვიუს სტუმარი წიფნარის საჯარო სკოლის წარმატებული დირექტორი ბელა ცინცაძეა:

სკოლა არის ადგილი, სადაც იქმნება ერთიანი ოჯახი, სადაც გვიყვარს, ვზრუნავზთ, ვთანამშრომლობთ და განათლების გზით მომავლის საქმეს ვემსახურებით.

საუკეთესო მოსწავლე არის ახალგაზრდა, რომელსაც დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღება და ცოდნის ეფექტურად გამოყენება შეუძლია.

პედაგოგი ფასობს პროფესიონალიზმითა და მოსწავლეებთან თუ კოლეგებთან შექმნილი ჯანსაღი ურთიერთობებით.

დირექტორი უნდა იყოს კარგი მიენეჯერი და ყველასათვის მაგალითის მიმცემი.

განათლება არის გარდაუვალი საჭიროება სრულფასოვანი ცხოვრებისთვის.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203