ჩოხატაურის ჩაისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეების ინტერესების განვითარებაზე დირექცია აქტიურად ზრუნავს
29-08-2018
ჩოხატაურის ჩაისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეები მნიშვნელოვან, შემეცნებით ღონისძიებებში მუდმივად ერთვებიან. მათი ინტერესების განვითარებასა და სრულყოფაზე სკოლის დირექცია აქტიურად ზრუნავს.
კერძოდ, ისტორიის მასწავლებელმა ლიან თოდუამ მე-7 კლასის მოსწავლეები არქეოლოგიურ გათხრებზე წაიყვანა. შედეგად, მონაწილეებმა ცოდნა გაიმრავალფეროვნეს.
სკოლაში პროექტი „მკერავ დიზაინერი“ ჩატარდა, რის ფარგლებშიც მოსწავლეებმა საკუთარი ნიჭის აღმოჩენა და რეალიზება მოახერხეს.
უცხო ენის უკეთ შესწავლისთვის კი სხვადასხვა, მათ შორის საახალწლო ღონისძიებებიც ინლისურ ენაზე ტარდება.