ოზურგეთის N2 საჯარო სკოლაში პრობლემაზე ორიენტირებული სამოდელო გაკვეთილი ჩატარდა
29-08-2018
ნოდარ დუმბაძის სახელობის ოზურგეთის N2 საჯარო სკოლის IXბ კლასში 2017-2018 სასწავლო წელს ისტორიაში პრობლემაზე ორიენტირებული სამოდელო გაკვეთილი ჩატარდა.

სასწავლო პროცესს პედაგოგი მაკა მამალაძე ხელმძღვანელობდა.

გაკვეთილის თემა იყო - საქართველო XVIII საუკუნის ბოლოს. 

პედაგოგმა გაკვეთილზე საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობები გამოიყენა, მოსწავლეებმა კი იაქტიურეს და იმუშავეს როგორც ინდივიდუალურად ისე ჯგუფურად.

სასწავლო პროცესს პედაგოგები ესწრებოდნენ, რომელთაც გაკვეთილი დადებითად შეაფასეს. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება მოსწავლეებში კრიტიკულ აზროვნებას ავითარებს.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203