საქართველოს საპატრიარქოს წმ. იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის მოსწავლე დაჯილდოვდა
29-08-2018
საქართველოს საპატრიარქოს წმ. იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე ანასტასია კვიციანი წერილის წერის საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობდა. სკოლის წარმომადგენლის თქმით, ანასტასია კონკურსში წარმატებით მონაწილეობისთვის სხვადასხვა პრიზით დაჯილდოვდა და ასახელა სკოლა და პედაგოგი ლია იასაღაშვილი.
კონკურსი საქართველოს ფოსტის ორგანიზებით ჩატარდა. საკონკურსო თემა იყო - „წარმოიდგინე, რომ ხარ წერილი რომელიც მოგზაურობს დროში, რა ინფორმაციის მიწოდებას ისურვებდი მკითხველისთვის?”. იხილეთ ფოტოები