ჩოხატაურის ჩაისუბნის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში მრავალი აქტივობა განხორციელდა.
კერძოდ, სკოლამ მე-9 კლასელი მოსწავლის თეა თოდრიას მიერ შესრულებული ზღაპარი „ზოგჯერ თქმა სჯობს არა თქმასა“ ბათუმში გააგზავნა. ასევე, თეა თოდრია ლიტერატურულ კონკურსში „ამირანი“ თემით - „დაღად დარჩენილი მწვავე იარა“ ჩაერთო. მოსწავლე ეროვნულ-ინტელექტუალურ შეჯიბრ „ეტალონშიც“ მონაწილეობდა, სადაც 65 ქულა მოიპოვა.
სკოლამ რაიონში გამართულ ქეთევან კუკულავას წიგნის „დაკარგულების“ პრეზენტაციაშიც მიიღო მონაწილეობა. ქეთევან კუკულავას წიგნის პრეზენტაცია სკოლაშიც გაიმართა, სადაც მე-9 კლასელები პრეზენტაციის დახვეწილი უნარით გამოირჩეოდნენ.
მოსწავლეები გასვლით შემეცნებით გაკვეთილებს ხშირად ესწრებიან. მათ შორის აღსანიშნავია ისტორიის გაკვეთილი, რომელზეც მრავალფეროვანი საკითხები განიხილეს. თემის შესწავლის შემდეგ კი შემეცნებითი გაკვეთილი ერკეთის მონასტერშიც განხორციელდა, სადაც მოსწავლეებმა ეპიგრაფიკული წარწერები ერისთავის საფლავზე და მონასტრის კედლის მონაკვეთზე იხილეს.
ასევე, მოსწავლეებმა ბულინგის თემაც არ დატოვეს უყურადღებოდ და ამასთან დაკავშირებით სპეციალური პრეზენტაციები მოამზადეს.
და ბოლოს, სკოლამ სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება სკოლის მუზეუმში ჩაატარა, რომელმაც დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.
იხილეთ ფოტოები