ხალას საჯარო სკოლის მოსწავლეები მსოფლიოში აღიარებული რეჟისორების შემოქმედებას გაეცნენ
31-08-2018

სეიდ გვარიშვილის სახელობის ხალას საჯარო სკოლაში 2017-2018 სასწავლო წელს პროექტი - „კინო სკოლაში“ განხორციელდა. 

პროექტი, კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით, ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მასწავლებელმა დარეჯან ლორთქიფანიძემ მოამზადა და განახორციელა. 

პროექტში ჩართულები იყვნენ მე-7-8 კლასის მოსწავლეები.

პროექტის ფარგლებში, მოსწავლეები მსოფლიოში აღიარებული ქართველი და უცხოელი რეჟისორების შემოქმედებას გაეცნენ. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, განსაკუთრებული შთაბეჭდილება სკოლის აღსაზრდელებზე სტივენ სპილბერგის „ხელოვნურმა ინტელექტმა“ მოახდინა. 

„მოსწავლეები წერდნენ რეცენზიებს ნანახ ფილმებზე, ხატავდნენ აფიშებს, ადგენდნენ კროსვორდებს. განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდნენ - ანა დიასამიძე, დიმიტრი თურმანიძე, ლოლა ქარცივაძე, ანანო ლამპარაძე, ლიკა კონცელიძე, საბა ქავჯარაძე, სალომე დავითაძე და სალომე ჯიჯავაძე. პროექტის დასასრულს ჩატარდა ინტელექტუალური თამაში, რომელიც მიეძღვნა სტივენ სპილბერგის შემოქმედებას. მოსწავლეებს სურვილი აქვთ 2018-2019 სასწავლო წელს დამოუკიდებლად განაგრძონ სკოლაში ამ პროექტის განხორციელება“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203