ყარაჯალის სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო თემებზე დისკუსია მოაწყვეს
26-12-2016

''არა, ძალადობას!'' - ყარაჯალის სკოლის XI კლასის მოსწავლეების მიერ მოეწყო ფოტოგამოფენა ძალადობაზე.  

ამავე დღეს IX კლასის მოსწავლეებმა გამართეს დისკუსია თემაზე - ნაადრევი ქორწინება. 

დისკუსიას ესწრებოდნენ IX-XII კლასის მოსწავლეები, მშობლები, სკოლის დირექცია, მასწავლებლები, სოფელ ყარაჯალის ტერიტორიული ერთეულის რწმუნებული ა. სარდაროვი. 

დამსწრეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს 2013-2014 წლებში გარდაცვლილ IX კლასის მოსწავლეებს სამირაბ ახტიაროვასა და ზულეიხა ხალილოვას. 


მათ ასევე აჩვენეს ფილმი ,,ფატი“, რომელიც მოსწავლეების ხსოვნას მიეძღვნა. 

დისკუსია საინტერესოდ წარიმართა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203