დირექტორის მიმართვა
სსიპ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N1 საჯარო სკოლა
სკოლა უნდა პასუხობდეს თანამედროვე მოთხოვნებს, რათა აღზარდოს თავისუფლად მოაზროვნე თაობები. სასწავლო გარემო უნდა იყოს უსაფრთხო მორგებული თითოეული მოსწავლის ინტერესსა და შესაძლებლობებზე. სკოლამ უნდა უზრუნველყოს სწავლების თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მიდგომების დანერგვა. სკოლის პრიორიტეტი კი უნდა იყოს კვალიფიციური კადრების მოზიდვა, რათა ხელი შეუწყოს მოსწავლეთა კრიტიკული აზროვნების განვითარებას, ზნეობრივი და ჯანსაღი...
მეტის ნახვა
სკოლა უნდა პასუხობდეს თანამედროვე მოთხოვნებს, რათა აღზარდოს თავისუფლად მოაზროვნე თაობები. სასწავლო გარემო უნდა იყოს უსაფრთხო მორგებული თითოეული მოსწავლის ინტერესსა და შესაძლებლობებზე.
სკოლამ უნდა უზრუნველყოს სწავლების თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მიდგომების დანერგვა. სკოლის პრიორიტეტი კი უნდა იყოს კვალიფიციური კადრების მოზიდვა, რათა ხელი შეუწყოს მოსწავლეთა კრიტიკული აზროვნების განვითარებას, ზნეობრივი და ჯანსაღი ქცევების დამკვიდრებას.
ჩვენი მიზანია მასწავლებლებს ხელი შევუწყოთ კვალიფიკაციის ამაღლებაში, იმისათვის რომ ჩვენი სკოლა პასუხობდეს თანამედროვე გამოწვევებს და იყოს წარმატებული.
ტატიანა კარევა
სსიპ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის
სოფელ გორელოვკის N1 საჯარო სკოლა
სსიპ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N1 საჯარო სკოლა რუსულენოვანია. სკოლაში ერთად სწავლობენ სხვადასხვა ეროვნების მოსწავლეები. ამჟამად სკოლაში სწავლობს 58 მოსწავლე, მათ აღზრდა განათლებაზე ზრუნავს 23 პედაგოგი, მათგან 10 უფროსი და ერთი წამყვანი მასწავლებელია. სკოლაში ფუნქციონირებს: პედაგოგიური საბჭო, სამეურვეო საბჭო, დისციპლინარული კომიტეტი, მრჩეველთა საბჭო, სკოლას ჰყავს უსაფრთხოებასა და საზოგადოებრივ...
მეტის ნახვა
სსიპ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N1 საჯარო სკოლა რუსულენოვანია. სკოლაში ერთად სწავლობენ სხვადასხვა ეროვნების მოსწავლეები. ამჟამად სკოლაში სწავლობს 58 მოსწავლე, მათ აღზრდა განათლებაზე ზრუნავს 23 პედაგოგი, მათგან 10 უფროსი და ერთი წამყვანი მასწავლებელია. სკოლაში ფუნქციონირებს: პედაგოგიური საბჭო, სამეურვეო საბჭო, დისციპლინარული კომიტეტი, მრჩეველთა საბჭო, სკოლას ჰყავს უსაფრთხოებასა და საზოგადოებრივ წესრიგზე პასუხისმგებელი პირი.
სკოლასთან მჭიდროდ თანამშრომლობენ მშობლები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები. ჩვენთან სუფევს თბილი და მეგობრული ურთიერთდამოკიდებულება.
სკოლა 1903 წელს გაიხსნა ეთნიკური რუსი დუხობორებისათვის, რადგან სოფლის მთლიან მოსახლეობას შეადგენდნენ ეთნიკური რუსები. გასული საუკუნის ოთხმოცდაათიან წლებში ეთნიკური რუსი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი საცხოვრებლად დაუბრუნდა თავის ისტორიულ სამშობლოს, სკოლის კონტინგენტი კი შეივსო სომეხი და ქართველი ეროვნების მოსწავლეებით. ამჟამად სკოლა არის მცირეკონტინგენტიანი, სკოლაში სწავლობენ ეთნიკური რუსები, სომხები და ქართველები.
მეტის ნახვა
სკოლა 1903 წელს გაიხსნა ეთნიკური რუსი დუხობორებისათვის, რადგან სოფლის მთლიან მოსახლეობას შეადგენდნენ ეთნიკური რუსები. გასული საუკუნის ოთხმოცდაათიან წლებში ეთნიკური რუსი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი საცხოვრებლად დაუბრუნდა თავის ისტორიულ სამშობლოს, სკოლის კონტინგენტი კი შეივსო სომეხი და ქართველი ეროვნების მოსწავლეებით. ამჟამად სკოლა არის მცირეკონტინგენტიანი, სკოლაში სწავლობენ ეთნიკური რუსები, სომხები და ქართველები.
სკოლა დიდ ყურადღებას უთმობს მოსწავლეთა შორის ტოლერანტული და მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბებას. ყველა ბავშვი თავს გრძნობს ერთი დიდი ოჯახის წევრად. აღნიშნულმა მიდგომებმა განაპირობა მოსწავლეთა რაოდენობის ზრდა სკოლაში. თუ 2010 წლისათვის სკოლაში ირიცხებოდა დაახლოებით 35 მოსწავლე, ამჟამად სკოლას ჰყავს 58 მოსწავლე.
სსიპ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N1 საჯარო სკოლა გაიხსნა 1903 წელს, ეთნიკური რუსი მოსახლეობის დუხობორებისთვის. მას ეწოდებოდა სახალხო სასწავლებელი და პირველი მასწავლებელი იყო ანნა გოვოლაჩოვა. სკოლა პირველად იყო ოთხწლედი, 1921 წლიდან სკოლა გახდა შვიდწლედი, ხოლო 1939 წლიდან სკოლა არის საშუალო.2018 წელს სკოლას მიენიჭა „კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის“...
მეტის ნახვა
სსიპ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N1 საჯარო სკოლა გაიხსნა 1903 წელს, ეთნიკური რუსი მოსახლეობის დუხობორებისთვის. მას ეწოდებოდა სახალხო სასწავლებელი და პირველი მასწავლებელი იყო ანნა გოვოლაჩოვა. სკოლა პირველად იყო ოთხწლედი, 1921 წლიდან სკოლა გახდა შვიდწლედი, ხოლო 1939 წლიდან სკოლა არის საშუალო.
2018 წელს სკოლას მიენიჭა „კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის“ სტატუსი. ჩვენი სკოლის ბევრი კურსდამთავრებული გახდა წარმატებული ადამიანი.
2023 წელს მიმდინარე წელს სკოლა არის იუბილარი, გახსნიდან 120 წლისთავი უსრულდება.
70-იან 80-იან წლებში სკოლაში ირიცხებოდა დაახლოებით 250-300 მოსწავლე, 90-იანი წლების მოსახლეობის მიგრაციის შედეგად სკოლა გახდა მცირეკონტინგენტიანი, ამჟამად სკოლაში სწავლობს სხვადასხვა ეროვნებისა და რელიგიური აღმსარებლობის მოსწავლე. სკოლას ემსახურება 22 პედაგოგი, აქედან 10 არის უფროსი და ერთი წამყვანი სტატუსის მქონე მასწავლებელი.
მოსწავლეთა სწავლისა და განვითარებისათვის სკოლაში შექმნილია უსაფრთხო გარემო. ხდება მატერიალურ ტექნიკური ბაზის განახლება, მასწავლებლებისა და მოსწავლეთათვის ხელმისაწვდომია უწყვეტი ინტერნეტი და კომპიუტერები. სკოლა აქტიურად მონაწილეობს შიდა სასკოლო და მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში, აგრეთვე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ეროვნულ კონკურსებში.
სკოლაში ამჟამად სწავლობს 58 მოსწავლე. სკოლაში სუფევს თბილი და მეგობრული ატმოსფერო. ეწყობა სხვადსხვა სპორტული და მხატვრული ღონისძიება, ეწყობა ნახატების და ხელნაკეთი ნივთების თემატური გამოფენები, ლიტერატურული საღამოები და ვიქტორინები. მოსწავლეთა წახალისება ხდება სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით. ამავე დროს, მოსწავლეთა ცნობიერების ამღლების მიზნით ეწყობა ლშქრობები და ექსკურსიები საქართველოს სხვადსხვა კუთხეებში....
მეტის ნახვა
სკოლაში ამჟამად სწავლობს 58 მოსწავლე. სკოლაში სუფევს თბილი და მეგობრული ატმოსფერო. ეწყობა სხვადსხვა სპორტული და მხატვრული ღონისძიება, ეწყობა ნახატების და ხელნაკეთი ნივთების თემატური გამოფენები, ლიტერატურული საღამოები და ვიქტორინები. მოსწავლეთა წახალისება ხდება სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით. ამავე დროს, მოსწავლეთა ცნობიერების ამღლების მიზნით ეწყობა ლშქრობები და ექსკურსიები საქართველოს სხვადსხვა კუთხეებში. ამჟამად სკოლა ჩართულია ეკოსკოლების საერთაშორისო პროექტში.
სსიპ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართული როგორც განათლების სამინისტროს, აგრეთვე სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ გამოცხადებულ კონკურსებსა და პროექტებში. აქტიურ მონაწილეობას იღებენ სპორტულ ოლიმპიადებსა და ღონისძიებებში. მონაწილეობენ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში - ესეების კონკურსი, ნახატების გამოფენა და სხვა.იხილეთ...
მეტის ნახვა
სსიპ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართული როგორც განათლების სამინისტროს, აგრეთვე სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ გამოცხადებულ კონკურსებსა და პროექტებში.
აქტიურ მონაწილეობას იღებენ სპორტულ ოლიმპიადებსა და ღონისძიებებში. მონაწილეობენ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში - ესეების კონკურსი, ნახატების გამოფენა და სხვა.
იხილეთ პროექტების ჩამონათვალი:
1. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ორგანიზებული პროექტები;
2. „ჩვენ ვსწავლობთ ჭადრაკს“ - პირველკლასელებისათვის განკუთვნილი პროექტი;
3. სკოლა მონაწილეობდა კონკურსში „ვასურათებთ მსოფლიო ხალხთა ზღაპრებს“;
4. მუნიციპალიტეტის მასშტაბით ხატვის კონკურსში „ჩვენი მხარე“ საუკეთესო ოცეულში მოხვდა სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე, დიანა ზოროღლიანი.
სხვადასხვა სასკოლო ღონისძიებაში ჩართულობით, სკოლა ხელს უწყობს მოსწავლეებს განივითარონ მრავალმხრივი ინტერესები და უნარები. სკოლა აქტიურადაა ჩართული თემატური ღონისძიებებისა თუ გამოფენების მოწყობაში. მნიშვნელოვანი ყურადღება ასევე ეთმობა არაფორმალური განათლების მიმართულებასაც.
სოფელი გორელოვკა დაარსდა დაახლოებით 1842 წელს, როდესაც მოხდა დუხობორების ჩამოსახლება საქართველოში კერძოდ, ჯავახეთში. ჩვენს სოფელში დღემდე არის შემორჩენილი მიწური სახლები და დუხობორების სალოცავი „ობოლთა სახლი“, რომელსაც მინიჭებული აქვს „კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის“ სტატუსი. ამჟამად სოფელში ცხოვრობს სომეხი, ქართველი და რუსი ეროვნების მოსახლეობა.