დაბა ხულოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 100%-იანი დაფინანსება მოიპოვეს
31-08-2018
დაბა ხულოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე წარმატებებს მიაღწიეს.
სკოლის ორმა მოსწავლემ ედო ჯავახიძემ და მარიკა ქათამაძემ 100%-იანი დაფინანსება მოიპოვა.
ედო ჯავახიძე სწავლას თავისუფალ უნივერსიტეტში გააგრძელებს სამართლის მიმართულებით, ხოლო მარიკა ქათამაძე კი - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰუმანიტარულ მეცნიერებებზე.
დაბა ხულოს საჯარო სკოლა ულოცავს მოსწავლეებს და წარმატებებს უსურვებს. იხილეთ ფოტოები