ნოდარ დუმბაძის სახელობის ოზურგეთის N2 საჯარო სკოლაში 2017-2018 სასწავლო წელს IXა კლასში ხელოვნებაში გამჭოლი კომპეტენციების განვითარებაზე ორიენტირებული სამოდელო გაკვეთილი ჩატარდა.
სასწავლო პროცესს პედაგოგი ეკატერინე ჭელიძე ხელმძღვანელობდა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, პედაგოგმა გაკვეთილზე, მრავალფეროვანი აქტივობები, მათ შორის „გონებრივი იერიში“ და პრეზენტაცია გამოიყენა. მოსწავლეები სასწავლო პროცესში მონდომებით ჩაერთვნენ და იაქტიურეს.
გაკვეთილს პედაგოგები ესწრებოდნენ, რომელთაც სასწავლო პროცესი დადებითად შეაფასეს.
იხილეთ ფოტოები