აფხაზეთის N5 სკოლის მოსწავლე საყმაწვილო ლიტერატურული პრემიის დაჯილდოებულთა შორის მოხვდა
26-12-2016
საქართველოს მწერალთა სახლში ცნობილი ქართველი პოეტის, მთარგმნელის, გერმანისტის, მეექვსე საავტორო სკოლის დამფუძნებლისა და პედაგოგის ამირან პაკო სვიმონიშვილის სახელობის საყმაწვილო ლიტერატურული პრემია "ამირანის" ალმანახის პრეზენტაცია გაიმართა. 

კრებულში თავმი მოიყარა 2015 წლის კონკურსის ფინალისტების ნამუშევრებმა. 

პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდნენ პრემია „ამირანის“ ჟიურის წევრები, ასევე, ცნობილი ქართველი მწერლები და საზოგადო მოღვაწეები, კონკურსის ფინალისტები და გამარჯვებულები. 

ღონისძიების დასასრულს, თითოეულ ფინალისტსა და მოწვეულ სტუმარს ალმანახი გადაეცა საჩუქრად. 

დაჯილდოებულთა შორის იყო აფხაზეთის N5 სკოლის მეთორმეტე კლასის მოსწავლე მარიამ მუშკუდიანი. (მასწავლებელი-ფ.ბენდელიანი)
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203