PH International-მა 16 ინგლისური ენის მასწავლებელს შორის ქვიტირის სკოლის მასწავლებელიც შეარჩია
26-12-2016

ქვიტირის სკოლამ უმასპინძლა სტუმრებს ა.შ.შ-ს საელჩოდან ინგლისური ენის პროგრამების კოორდინატორს ლიკა გუმბერიძეს  და PH International-ის წარმომადგენელს ანა ადამიას, რომლებიც დაესწრნენ სკოლაში ინგლისურ ენაში ჩატარებულ გაკვეთილს.

2016 წელს სააპლიკაციო კონკურსისა და გასაუბრების შედეგად საქართველოს მასშტაბით, ორგანიზაცია PH International-მა შეარჩია საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, 16 ინგლისური ენის მასწავლებელი, მათ შორის ქვიტირის სკოლის ინგლისური ენის პედაგოგი ხათუნა ახალაია. 

ინგლისური ენის პედაგოგებს  2016 წლის აგვისტოში ჩაქვში ჩაუტარდათ 2 კვირიანი კურსი ICTE ,, ინტენსიური კურსი ინგლისური ენის მასწავლებელთათვის“.

აღნიშნულ ტრენინგს უძღვებოდნენ ამერიკელი ტრენერები ქართველ ასისტენტ ტრენერებთან ერთად. პროგრამის ფარგლებში აღნიშნული კურსის დასასრულს პედაგოგებმა Access-ის სკოლის 40 მოსწავლეს ჩაუტარეს გაკვეთილები, რომლებიც ითვალისწინებდა მიღებულის ცოდნისა და მეთოდების გამოყენებას კითხვისა და ლაპარაკის მიმართულებით.

კურსი ითვალისწინებს ბანაკის შემდგომ დავალებებს: ორ გაკვეთილსა და ერთ ვიდეოგაკვეთილს, რომლის ფარგლებშიც ინგლისური ენის  პედაგოგმა  ხათუნა  ახალაიამ ჩაატარა 2 გაკვეთილი მე-7 და მე-4 კლასებში თემებზე: Friendshiop (ECRIF)  და Citiesaroundtheworld (PDP)

გაკვეთილზე დაკვირვებას აწარმოებდა პროექტის ტრენერი თ. კუტივაძე,  ქუთაისის N3 სკოლის ინგლისური ენის პედაგოგი; ინგლისური ენის პროგრამების კოორდინატორი ა.შ.შ -ს საელჩოდან ლიკა გუმბერიძე და PH International-ის წარმომადგენელი ანა ადამია. 

ასევე გაკვეთილს ესწრებოდნენ აღნიშნული სკოლის დირექტორი ალექსანდრე ნიქაბაძე და სასწავლო ნაწილი რუსუდან ჩოგოვაძე.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203