როგორ შევამზადოთ ბავშვები სასკოლოდ ადრე ასადგომად - რჩევები მშობლებს
03-09-2018
17 სექტემბრამდე სულ უფრო მცირე დრო რჩება და ჩვენი ბავშვები ჯერ კიდევ არდადეგების ეიფორიაში არიან. არასწორი იქნება მათთვის დარჩენილი დასვენების დღეების „დაფრთხობა“ და მკაცრი რეჟიმის შემოღება, თუმცა აუცილებელია, ეტაპობრივად შევამზადოთ სასკოლო თუ ბაღის განრიგისთვის და დილით ადრე ადგომის უსიამოვნო პროცესი გავუმარტივოთ.
თუ თქვენს შვილს სწავლა სტანდარტულად 9 საათზე ეწყება, მახსიმუმ 8-ზე უკვე მოუწევს ლოგინიდან ადგომა. თუ არდადეგების პერიოდში ის 11 საათზე იღვიძებს, ეტაპობრივად, თუნდაც 15-15 წუთით ადრე უნდა შეუდგეთ მის გაღვიძებას და ნელ-ნელა ბავშვის ორგანიზმი 8 საათზე გამოფხიზლებას შეაჩვიოთ.
კარგი იქნება, თუ პატარა შუადღეობით შეისვენებს, აი, საღამოს 10 საათზე გვიან დაძინება კი ნამდვილად არასწორია.
შეამზადეთ პატარა საბავშვო ბაღსა თუ სკოლაში მისასველად, უთხარით, რომ ადრე მოუწევს ადგომა, სმაგიეროდ კი საინტერესო და ახალ გარემოში ივლის ხოლმე. შვილთან ერთად შეიძინეთ ნივთები ახალი სასწავლო წლისთვის, ესაუბრეთ პედაგოგზე, მოაყოლეთ კლასის ამბები და არდადეგებიდან ცხოვრების შემეცნებით წესზე გადასვლა გაუმარტივეთ.