ქვიტირის სკოლაში PH INTERNATIONAL-ის პროგრამა წარმატებით დასრულდა
22-12-2016

ქვიტირის საჯარო სკოლა 2016 წლიდან ჩართულია ორგანიზაცია PH INTERNATIONAL-ის მიერ  განხორციელებულ პროგრამაში ,, ინგლისური ენა სამოქალაქო განათლების გამოყენებით ’’ .

ზემოთ აღნიშნულ პროგრამის ფარგლებში ინგლისური ენის მასწავლებელმა ხათუნა ახალაიამ მონაწილეობა მიიღო სომხეთში PH international-ის მიერ ორგანიზებულ TPD- TET ზამთრის ბანაკში, საზაფხულო ინსტიტუტსა და საფინალო კონფერენციაში. 

პროგრამაში  მონაწილეობას ღებულობდნენ ქართველი, სომეხი და აფხაზი მასწავლებლები.

პროგრამის მთავარი მიზანი იყო თანამშრომლობა და ურთიერთგამოცდილების გაზიარება. კურსის მთავარი ფოკუსს  წარმოადგენდა ინგლისური ენის სწავლება სამოქალაქო განათლების გამოყენებით სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფებისათვის.

კურსს უძღვებოდნენ მაღალკვალიფიციური ამერიკელი ტრენერები: სონია ფოლეტი და ბრაიან ლოგი.

ზამთრისა და ზაფხულის  ბანაკის ფარგლებში მასწავლებლებს შემოუერთდნენ Access -ის სკოლის წარჩინებული მოსწავლეები, რომელთაც მიღებული ცოდნისა და სიახლეების გამოყენებით გაკვეთილებს უტარებდნენ ქართველი, აფხაზი  და სომეხი მასწავლებლები წყვილებში.

გაკვეთილებზე დაკვირვებას აწარმოებდნენ პროგრამის ხელმძღვანელები და ტრენერები.

2016 წლის დეკემბერში აღნიშნული პროგრამა წარმატებით დასრულდა საფინალო კონფერენციით. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203