თერჯოლის N1 საჯარო სკოლა კურსდამთავრებულთა მიერ ეროვნულ გამოცდებზე მიღწეული შედეგებით ამაყობს
თერჯოლის N1 საჯარო სკოლა 2017-2018 სასწავლო წლის კურსდამთავრებულთა მიერ ეროვნულ გამოცდებზე მიღწეული შედეგებით ტრადიციულად ამაყობს.100 %-იანი გრანტის მფლობელია-საბა ცერცვაძე. თბილისის თავისუფლების უნივერსიტეტი, სპეციალობა: კომპიუტერული მეცნიერებები მათემატიკით.
70 %-იანი გრანტი მოიპოვა-თამუნა ვარდოსანიძემ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სპეციალობით: დიპლომირებული მედიცინის ერთსაფეხურიანი პროგრამა.
50 %-იანი გრანტის მფლობელები არიან: მარიამ ფანჩულიძე-აკაკი წერეთლის უნივერსიტეტი, ეკონომიკის ფაკულტეტი (უფასო);
ნიკა კირკიტაძე-ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ისტორიის ფაკულტეტი (უფასო);
ლევან გამეზარდაშვილი-ჯავახიშვილის უნივერსიტეტი, კომპიუტერული მეცნიერების ფაკულტეტი;
შოთა ბუცხრიკიძე-კავკასიის უნივერსიტეტი, ინფორმატიკის ფაკულტეტი;
რატი სარდანაძე-ჯავახიშვილის უნივერსიტეტი, ჟურნალისტიკა და მასობრივი კომუნიკაციის ფაკულტეტი.
უფასო ფაკულტეტებზე სწავლების უფლება მოიპოვეს:
ლიკა ხუჯაძემ-ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, დაწყებითები; ლაშა ჭელიძე-ტექნიკური უნივერსიტეტი, არქიტექტურის ფაკულტეტი; კუპატაძე მარიამ-აკაკი წერეთლის უნივერსიტეტი, დაწყებითები; მამუკა ლილუაშვილი-ტექნიკური უნივერსიტეტი, ელექტრო ინჟინერიის ფაკულტეტი; თორნიკე ხუციშვილი-აკაკი წერეთლის უნივერსიტეტი, აგრონომიული და კვების პროდუქტების ტექნოლოგია, ექსპერტის გზის ფაკულტეტი; ია ჩაფიძე-თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქიმიური ფაკულტეტი; გიორგი კლდიაშვილი-საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამრეწველო ტექნოლოგიის ფაკულტეტი.
„გილოცავთ, ჩვენო საამაყო ახალგაზრდებო! გისურვებთ არასოდეს ჩაგქრობოდეთ სწავლისა და გამარჯვებების წყურვილი!"-აღნიშნულია სკოლის დირექციის განცხადებაში.
იხილეთ ფოტოები: