ციხისძირის საჯარო სკოლისა და მისი კურსდამთავრებულებისთვის 2018 სასწავლო წელი განსაკუთრებულად წარმატებულია
04-09-2018
ქობულეთის ციხისძირის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს. სკოლის წარმომადგენლის თქმით, 2018 სასწავლო წელი სკოლისა და მისი წლევანდელი კურსდამთავრებულთათვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი და წარმატებულია.
„22 მეთორმეტეკლასელიდან 11-მა გადაწყვიტა აბიტურიენტობა, თერთმეტივემ წარმატებულად ჩააბარა ეროვნული გამოცდები და სტუდენტი გახდა, განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ წელს სკოლამ გამოუშვა ოთხი ოქროს მედალოსანი, რომლებმაც თავიანთი ნიჭის და შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოამჟღავნეს, სამმა 50%-იანი და ერთმა 100%-იანი გრანტი მოიპოვა და საქართველოს პრესტიჟულ უნივერსიტეტებში ჩააბარეს. სკოლა, პედაგოგები და სოფელი ამაყობს ამ ახალგაზრდების მიღწევებით“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.