სხალთის საჯარო სკოლის კურსდამთავრებული თსუ-ში სამართლის ფაკულტეტზე უფასოდ ისწავლის
04-09-2018
სხალთის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა ნონა შაინიძემ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა და 100%-იანი გრანტი მოიპოვა.
ნონა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამართლის ფაკულტეტზე გააგძელებს სწავლას.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ნონა შაინიძე წარმატებული მოსწავლე იყო.
„ნონა სკოლაში ყოველთვის გამორჩეული იყო სიბეჯითით, ზრდილობითა და თავმდაბლობით. ის დიდი პატივისცემით სარგებლობდა თანატოლებში, მეგობრებსა და მასწავლებლებში. ჯერ კიდევ საბაზო საფეხურის მოსწავლე ინგლისური ენის კონკურსში მონაწილეობდა, სადაც 3 ეტაპი გადალახა და საქართველოს მასშტაბით მესამე ადგილზე გავიდა. სხალთის საჯარო სკოლა ნონა შაინიძეს ეროვნულ გამოცდებში მიღებულ შედეგს ულოცავს, მისით ამაყობს და შემდგომ წარმატებებს უსურვებს“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.