უნდა ავცრათ თუ არა ბავშვი - ექიმ კომაროვსკის რეკომენდაციები
06-09-2018

საკითხი, ავცრათ თუ არა ბავშვი, ჩვენს ქვეყანაში, სავარაუდოდ, ერთ-ერთი ყველაზე განხილვადია.

etaloni.ge გთავაზობთ ცნობილი პედიატრის ევგენი კომაროვსკის აზრს აღნიშულ საკითხთან დაკავშირებით.

„როგორც ადამიანი, რომელმაც ინფექციურ საავადმყოფოში დიდი ხანი ვუმუშავე, დარწმუნებით ვაცხადებ: ყველა იმ დაავადებით, რომლის საწინააღმდეგოდ აცრა კეთდება, დასნებოვნების ალბათობა ძალიან მაღალია. ბავშვები ამ დაავადებებით ავადდებიან და შედეგები, რბილად რომ ვთქვათ, სხვადასხვანაირია.

ამიტომ ნორმალური, საღადმოაზროვნე და გონიერი მშობლებისთვის არ უნდა არსებობდეს არანაირი დისკუსია იმის შესახებ, ჩატარდეს თუ არა ვაქცინიაცია. იგი აუცილებლდა უნდა გაკეთდეს. 

რაც შეეხება ვაქცინაციაზე საპასუხო რეაქციებს, ის ბავშვის ორგანიზმის მდგომარეობაზეა დამიკიდებული. თუ ძალიან გეშინიათ, გამოსავალი არ არის ვაქცინაციის თავიდან არიდება, მართებულია ბავშვის ორგანიზმის მიზანმიმართული მომზადება - ცხოვრების ნირმალური წესი, ბუნებრივი კვება, გაკაჟება, ალერგიის წყაროების აღმოფხვრა და ა.შ. 

ვაქცინაცია უნდა ჩატარდეს პედიატრიის მიერ დათქმულ დროს, რაც უფრო დაიცავთ სიზუსტეს, მით უფრო მაღალია ეფექტი. ეს აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, მაგალითად, ზაფხულის არდადეგების დაგეგმვის დროს.

ინექციის დროს ორგანიზმში შედის სამედიცინო პრეპარატი ვაქცინა. ვაქცინის პასუხად ორგანიზმი სპეციალურ უჯრედებს - სპეციფიურ ანტისხეულების გამოიმუშავებს, რომლებიც ადამიანს შესაბამისი დაავადებისგან იცავენ.

თითოეული ვაქცინას გააჩნია საკუთარი მკაცრად განსაზღვრული ჩვენებები, უკუჩვენებები, მიღების ვადები, სქემა და შეყვანის გზები.

თითოეულ ვაქცინაზე ორგანიზმი სხვადასხვაგვარად რეაგირებს. ზოგიერთ შენთხვევაში ერთი აცრა ხანგრძლივი იმუნიტეტის გამოსამუშავებლად სრულიად საკმარისია. სხვების შემთხვევაში - აუცილებელია მრავლობითი ინექციები.

ნებისმიერ აცრას შესაძლოა მოჰყვეს რეაქცია - მაღალი ტემპერატურა, საკვების მიღებაზე უარი, მოთენთილობა. ეს ნორმალურია: ორგანიზმი კონკრეტული დაავადების მიმართ იმუნიტეტს გამოიმუშავებს. ზოგიერთი ვაქცინა ძალიან ადვილად გადაიტანება და თითქმის არასდროს არ აქვს სერიოზული რეაქციები - ტიპიური მაგალითია პოლიომიელიტის საწინააღმდეგო ვაქცინა.

აცრის წინ მოერიდეთ საკვებთან დაკავშირებულ ექსპერიმენტებს. რაც უფრო ნაკლებია საჭმლისმომნელებელ ორგანოებზე დატვირთვა, მით უფრო ადვილად გადაიტანება აცრა.  ვაქცინაციამდე მინიმუმ ერთი საათი მაინც ბავშვს არ აჭამოთ. აცრამდე სამი-ოთხი დღე სჯობს ბავშვს ადამიანებთან ურთიერთობა შეუზღუდოთ, ნუ მოძებნით ინფექციებს, ხალხმრავალ ადგილებს, საზოგადოებრივ ტრანსპორტს და მაღაზიებში სეირნობას მოერიდეთ.

ნებიერმიერი აცრა კერთდება მწვავე ინფექციური დაავადების არარსებობის დროს - ბავშვს არ უნდა ჰქონდეს სურდო, დიარეა, გამონაყარი და მაღალი ტემპერატურა. ვაქცინა იმუნიტეტისთვის დატვირთვაა. ამიტომ, იმისთვის რომ აცრაზე სწორი რეაქცია ჰქონდეს და საჭირო რაოდენობის ანტისხეულები გამოიმუშავოს ბავშვის ორგანიზმი ნორმაში უნდა იყოს“,- აღნიშნავს ცნობილი პედიატრი. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203