როგორ აღვზარდოთ პოლიგლოტი: 5 რჩევა მშობლებისთვის
09-09-2018

ოცნებობთ, რომ თქვენმა შვილმა ბავშვობიდან რამდენიმე ენაზე ისაუბროს? გაიგეთ 5 მთავარი წესი, რომელიც ბავშვს დაეხმარება უცხო ენა მარტივად და სწრაფად ისწავლოს.

სპეციალისტები თვლიან, რომ ბავშვი მეორე ენის შესასწავლად მზადაა, როდესაც უკვე მშობლიური ენას აქვს ათვისებული, ანუ დაახლოებით 2,5 წლიდან. 

ხდება ისეც, რომ ოჯახში მშობლები ორ ენაზე საუბრობენ, მაშინ ბავშვი დაბადებიდან ორივე ენას სწავლობს.

რით დავიწყოთ სწავლა? თუ ბავშვი 4 წლის ჯერ არ არის, უკეთესია უცხოური ენა სახლში, თამაშით ისწავლოს. თუ თქვენ თავისუფლად საუბრობთ, მაგალითად, ინგლისურად, იგი ბავშვთან ყოველდღიურ საუბარში გამოიყენეთ, დაასახელეთ - საგნები, ფერები, გამოიყენეთ - ბარათები, სათამაშოები. დაიწყეთ მარტივი სიტყვებით. ანბანის სწავლება კი არ ღირს, იგი ბავშვს ნაკლებად დააინტერესებს და მას ამ ეტაპზე ენის ათვისებაში ვერ დაეხმარება.

ბავშვებს 4 წლის შემდეგ კოლექტივში ყოფნა უყვართ, ამიტომ მათთვის საინტერესო იქნება უცხო ენა ენების სტუდიაში ან სკოლაში შესწავლა. 

წაიკითხეთ წიგნები. იყიდეთ ლამაზად ილუსტრირებული უცხო ენაზე დაწერილი წიგნი და ბავშვთან ერთად დაათვალიერეთ და ზღაპრები წაიკითხეთ. დაასახელეთ დახატული საგნები. თუ საჭირო გახდა, სიტყვები და წინადადებები თარგმნეთ. მიუხედავად, იმისა რომ ასეთ წიგნებში ტექსტი ცოტაა, ბავშვი უცხო ენაზე სწორ ლიტერატურულ ენას  მოისმენს.


„მოლაპარაკე“ სათამაშო. უყიდეთ ბავშვს თოჯინა ან საყვარელი ზღაპრული გმირი, რომელიც მხოლოდ უცხოურ ენაზე „ლაპარაკობს“. მოიგონეთ ისტორია იმის შესახებ, რომ მაგალითად, თაგუნა ინგლისიდან ჩამოვიდა და ამიტომ მას მხოლოდ ინგლისური ესმის და ამ ენაზე უნდა ელაპარაკოს. ასეთი სათამაშო ფორმა ბავშვს ენის სწავლის ინტერესს გაუჩენს.

რას მივაქციოთ ყურადღება? სკოლამდელი ასაკის ბავშვს შესაძლოა ესმოდეს უცხო ენა, თავად ლაპარაკობდეს ან მშობლების ნათქვამს იმეორებდეს, მშობლებთან ერთად კითხულობდეს ან ნახატებს ათვალიერებდეს, მაგრამ წერისა და გრამატიკის სწავლება სკოლამდელი ასაკის ბავშვისთვის არ ღირს.

მეცადინეობას კი დღეში 15 წუთზე  მეტს ნუ დაუთმობთ, რომ ბავშვს სურვილი და ინტერესი არ დაუკარგოთ. 

5 ხერხი ინგლისურის სასწავლებლად


უყურეთ მულტფილმებს ინგლისურ ენაზე. პატარა ბავშვებს წარმოუდგენელი „ენობრივი ინტუიცია„ აქვთ, ამიტომ არ გაგიკვირდეთ, თუ ინგლისური მულტფილმის ნახვის შემდეგ, ისინი გაგონილი სიტყვების გამეორებას დაიწყებენ.

გამოიყენეთ ენა ყოველდღიურ ცხოვრებაში.ნუ დაელოდებით მეცადინოებისთვის გამოყოფილ დროს, მაგალითად, სეირნობისას ჰკითხეთ ბავშვს რა ფერია მანქანა? როცა ქართულად გიპასუხებთ, შემდეგ სთხოვეთ გითხრათ როგორ იქნება ინგლისურად.

ასოციაციები. ბავშვს უნდა ჰქონდეს სწორი ასოციაციები, ამიტომ სეირნობის დროს ამინდზე ესაუბრეთ, ზოოპარკში - ცხოევლებზე, სადილისას კი - ჭურჭელსა და პროდუქტებზე.

ისწავლეთ ფრაზები. ფრაზების სწავლა ბავშვს სამომავლოდ გრამატიკის სწავლას ძალიან შეუმსუბუქებს. ასე, მაგალითად, როდესაც კატას ასახელებთ, თქვით: „This is a cat“ და არა უბრალოდ „cat“.

სიტყვა + ვიზუალური სურათი. არ დაგავიწყდეთ, ობიექტის ან საგნის დასახელებისას, იგი ბავშვს უნდა აჩვენოთ, თუ თქვენ ყვითელი მანქანის შესახებ საუბრობთ, ბავშვი მას უნდა ხედავდეს, რომ სიტყვა ვიზუალურ გამოსახულებას შეუსატყვისოს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203