ახალციხის N5 სკოლამ მასშტაბური საახალწლო კარნავალი ჩაატარა
27-12-2016
ახალციხის №5 სკოლაში, სკოლის თვითმმართველობის მიერ ჩატარა საახალწლო კარნავალი.

მონაწილეებმა შეასრულეს სხვადასხვა ზღაპრის პერსონაჟების როლები, დადგმული იყო სპექტაკლები. 

ღონისძიება მოიცავდა აგრეთვე უამრავ სახალისო ნომერს, როგორიცაა ნომინაციები მთელი სკოლის მასშტაბით,  წარმოდგენილი იყო ლექსები, ცეკვები და სიმღერები.  
 
აღნიშნული ღონისძიება ძალიან დიდ შრომას მოითხოვდა. გასათვალისწინებელი იყო ყოველი დეტალი.
 
ფორმების საშოვნელად  მონაწილეებს მოუწიათ თეატრისთვის ეთხოვათ დახმარება. ზოგიერთმა მონაწილემ საკუთარი ხელით შექმნა თავისი როლის შესაბამისი კოსტიუმი. ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ, როგორც დაწყებითი და საბაზო, ასევე საშუალო საფეხურის მოსწავლეები.

საახალწლო კარნავალში მონაწილეობდნენ: გვანცა ნოზაძე, აჩიკო ზედგინიძე, დავით წიკლაური, მერი მხითარიან, ეთერ მერაბიშვილი, მარიამ ლიჩელი, თამარ ბერიძე, ჯუნა აბულაძე, ანანო ლომიძე, ირაკლი შაინიძე, დავით ასპანიძე, მარიამ სამსონიძე და რუსუდან მურვანიძე. 

ღონისძიებით კმაყოფილი დარჩა დამსწრე საზოგადოება. 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203