გომანის საჯარო სკოლაში საზაფხულო სკოლამ მუშაობა დაასრულა
10-09-2018
გომანის საჯარო სკოლაში ზაფხულის პერიოდში საზაფხულო სკოლა ფუნქციონირებდა. 

ამ დროის მანძილზე სკოლაში სხვადასხვა აქტივობა განხორციელდა: დაიდგა სპექტაკლები, მოსწავლეებმა შეისწავლეს ქართული სიმღერები, შეხვედრების ბოლოს იმართებოდა გასართობი და გამაჯანსაღებელი სავარჯიშოები, გაიმართა ფილმების ჩვენება და მოსწავლეებმა პრეზენტაციები წარმოადგინეს. 

საზაფხულო სკოლამ მუშაობა ექსკურსიით დაასრულა. 

მოსწავლეებმა განძაში სომეხი მწერლის ვაჰან ტერანიანის სახლს-მუზეუმი, ფარავნის ტბა და დაშბაშის კანიონი მოინახულეს. 

„სახლ-მუზეუმში მოსწავლეებმა შეიტყვეს, თუ როგორი  ურთიერთობა ჰქონდა ქართველ მწერლებთან და ქართველ საზოგადოებასთან სომეხ მწერალს. მოსწავლეებს გაუჩნდათ სურვილი შეესწავლათ, როგორც ქართველი, ისე სომეხი მწერლის პოეზია, რომლებსაც ერთმანეთთან მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდათ. ამის გარდა, დავდეთ პირობა, რომ მსგავს ექსკურსიებს კიდევ დავგეგმავთ“, - აღნიშნა სკოლის წარმომადგენლმა.

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203