ამ ზოდიაქოს ნიშნების ქორწინებით ყველაზე ჭკვიანი ბავშვები იბადებიან
10-09-2018

ასტროლოგებს თუ დავუჯერებთ, ამ ზოდიაქოს წარმომადგენლებს ყველაზე ჭკვიანი შვილები უჩნდებათ. 

კურო - თევზები

ამ ზოდიაქოს ნიშნების ქვეშ დაბადებული ადამიანების ბედნიერ ქორწინებას საპირისპირო ხასიათი განაპირობებს. კურო მიწის სტიქიას მიეკუთვნება, იგი საიმედო და მყარი პარტნიორია. ეს სწორედ ის თვისებებია, რომელსაც პარტნიორში არასტაბილური თევზები ეძებს. თავის ხრივ, ის კუროს შთაგონებას აძლევს და ზედმეტი მიწიერებისგან ათავისუფლებს. ასეთი წყვილის შვილებს დაბადებიდან ფართო ხედვა აქვთ. ისინი მშობლების ურთიერთობაზე დაკვირვებით ვითარდებიან. ადრეული ასაკიდან საინტერესო და ნოვატორული იდეები აწუხებთ. ამ წყვილის შვილს კურო მშობელისგან მემკვიდრეობით სიდინჯე და ემოციურობა გადაეცემა. სწორედ ეს მისცემს საშუალებას სწავლის დროს შთამბეჭდავი შედეგები ჰქონდეს, ზრდასრულობაში კი შესაშური კარიერა გაიკეთოს.

ლომი - მშვილდოსანი

ზოდიაქოს ორივე ნიშანი ცეცხლის სტიქიას მიეკუთვნება, ამიტომ ასეთი წყვილის შვილს დიდი პოტენციალი აქვს. ბავშვი ლომის ენერგიას და მშვილდოსანის სულიერებას იმემკვიდრებს. ხშირად ასეთი წყვილი მდიდარ შთამომავლობას ტოვებს. თითოეული ბავშვი მაღალი ინტელექტით იქნება დაჯილდოვებული. მშობლები მათში მორალურ საფუძველს და მიზანსწრაფულობას ჩადებენ. სწორედ ეს თვიდებები დაეხმარება ბავშვს სამომავლოდ წარმატების მიღწევაში. ლომისა და მშვილდოსნის შვილებზე ისაუბრებენ, სკოლის მასწავლებლები კი გამოარჩევენ. საამაყონი იქნებიან მშობლებისთვისაც. ასეთი ბავშვები თავდაჯრებულობით გამოირჩევიან და საკუთარ თავში ეჭვი არასდროს ეპარებათ.

ტყუპები - მერწყული

ასტროლოგები ამტკიცებენ, რომ ტყუპები მაღალი ინტელექტით არიან დაჯილდოვებულნი. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს პლანეტა მერკური გონებითა და სწავლის ბუნებრივი წყურვილით აჯილდოვებს. ეს თვისებები ბავშვებს რომ გამოჰყვეთ, ტყუპებმა იდეალური პარტნიორი უნდა შეარჩიოს. იდეალური კი მათთვის მერწყულია, რომლის მთავარი თვისება კომუნიკაბელურობაა. 

ორივე ნიშანს ცხოვრებაში საერთო ინტერესები აქვთ. შესაბამისად, ბავშვების აღზრდის მეთოდებზე არასდროს კამათობენ. სწორედ ამიტომ, მათი შვილები ჰარმონიულად ვითარდებიან და ხელოვნური შეზღუდვებისგან თავისუფალნი არიან. მათთვის შეუძლებელი არაფერია და ნებისმიერი საკითხის წარმატებით გადაწყვეტა შეუძლიათ. ერთადერთი სირთულე - მრავალმხრივი ინტერესებია. ასეთ ბავშვებს ბევრი ჰობი აქვთ და მათთვის რთულია ჩამოყალიბება, საით მიმართონ ძალები. 

მორიელი - ვერძი

მორიელი ბუნებრივი მომხიბვლელობით არის დაჯილდოვებული და გარშემომყოფებს მაგნიტივით იზიდავს. ზოდიაქოს ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს დიადი მიზნები აქვთ. მაგრამ მათ მისაღწევად ხანდახან „დამუხტვა„ სჭირდებათ. ამიტომ მათ გვერდით ძლიერი ენერგეტიკის მქონე პარტნიორი უნდათ. სწორედ ასეთია ვერძი. მისი დადებითი თვისებებია - ხასიათის სიმტკიცე და მიზანსწრაფულობა. ერთად  ვერძსა და მორიელს მთების გადადგმა შეუძლიათ. მათ შვილს ცხოვრებაში პრობლემები არ შეაწუხებს, იმდენად დიდი პოტენციალია მასში ჩადებული. ვერძის ექსპანსიური ქარიზმა და მორიელის ღრმა ქვეცნობიერი, მათ ბავშვს ფრთებს შეასხამს. ასეთ ბავშვს ადრეული ასაკიდან შეუძლია მშობლები უჩვეულო კითხვებით გააოცოს, რომლებზე პასუხის გაცემაც ხშირად მარტივი არ არის.

სასწორი - თხის რქა

სასწორი - იდეალისტია. ამიტომ მისი პარტნიორი ისეთივე მიზანსწრაფული უნდა იყოს, როგორც  თავად. ამიტომ ისინი თხის რქას ირჩევენ. ასეთი ქორწინების შედეგად დაბადებული ადამიანი ცხოვრებაში წარმატებულია. იგი შრომის შედეგს უმალვე იმკის, რადგან საკუთარ თავსა და  ქმედებებში ეჭვი არასდროს ეპარება. სასწორისა და თხის რქის შთამომავალი კარიერულ კიბეზე წარმატებით ადის, მონაწილეობს ადგილობრივ თვითმმართველობაში და ადრე ქორწინდება.

გარშემომყოფები შესაძლოა ამ ყველაფერმა გააოცოს, მაგრამ არა მისი მშობლები. თხის რქა შვილს წარმატებისკენ თავად უბიძგებს, სასწორი კი მას ასწავლის, თუ როგორ იყოს ქორწინებაში ბედნიერი. ასეთი მშობლების შვილები ხშირად საჯარო პირები არიან და მაღალ თანამდებობეს იკავებენ. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203