ზესტაფონის კერძო სკოლა „ანაბასისის“ XII კლასის მოსწავლემ საინტერესო პრეზენტაცია შეადგინა
ზესტაფონის კერძო სკოლა „ანაბასისის“ XII კლასის მოსწავლე ელენე როინიშვილმა სოფელი თვრინის შესახებ საინტერესო პრეზენტაცია შეადგინა. „სოფელი თვრინი იმერეთის რეგიონში, ზესტაფონიდან 5 კმ-ის მოშორებით მდებარეობს. იგი წყაროებში პირველად მე-16 საუკუნეშია მოხსენიებული. ჩემი ყველაზე დიდი ინტერესი გამოიწვია იქ შემორჩენილმა ფეოდალური ხანის ციხე-დარბაზმა, გალავნითა და საცხოვრებელი ნაგებობებით“-ვკითხულობთ მოსწავლის ნამუშევარში.
აღნიშნული თემა სრულად შეგიძლიათ იხილოთ აქ:
„სოფელი თვრინი“.
დირექციის ცნობით, სკოლაში მოსწავლეები სხვადასხვა აქტივობაში არიან ჩართულნი, რაც მათ შემოქმედებითი უნარების განვითარებას უწყობს ხელს.
მათივე ინფორმაციით, მსგავსი ღონისძიებები გაგრძელდება.