ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა „პროგრესი“ კერძო და საჯარო სკოლის მოსწავლეებს პოლონეთში გაცვლით პროგრამას სთავაზობს
11-09-2018
ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა „პროგრესი“ კერძო და საჯარო სკოლის მერვე-მეთორმეტე კლასის მოსწავლეებს პოლონეთში გაცვლით პროგრამას სთავაზობს. გაცვლითი პროგრამის მთავარი მიზანია, პოლონელ და ქართველ მოსწავლეებს შორის კულტურული მრავალფეროვნების პოპულარიზაცია. ვიზიტისას პოლონეთში დაგეგმილია საქართველოს კულტურის დღეები.
პროგრამის ფარგლებში, ასევე დაგეგმილია სხვადასხვა შემეცნებითი და კულტურული ვორქშოფები და ექვსკურსიები. მოსწავლეები მასპინძელ ოჯახებში დაბინავდებიან.
სასკოლო დღე 7:50 სთ-ზე დაიწყება და 15:00 სთ-ზე დასრულდება. მოსწავლეები 15:00 საათის შემდეგ, ჩართულნი იქნებიან სხვადასხვა შემეცნებით-გასართობ და სპორტულ ღონსიძიებებში. პროგრამის ფარგლებში მხოლოდ 15 მოსწავლე შეირჩევა. შერჩევა ინგლისურ ენაში ტესტირებისა და გასაუბრების საფუძველზე მოხდება.
პროგრამის ხანგრძლივობაა 10 დღე. მონაწილეობა შეუძლია კერძო და საჯარო სკოლის მერვე-მეთორმეტე კლასის მოსწავლეებს.
პროგრამაში მოსწავლეებთან ერთად მონაწილეობას მიიღებს სკოლა,,პროგრესის’’ დირექცია და 10 პედაგოგი.
პროგრამა დაგემილია ოქტომბრის ბოლოს. ფასი 350 ევრო შეადგენს და ავიაბილეთებს და პოლონეთში შიდა ტრანსპორტირების ხარჯებს მოიცავს.
რეგისტრაციისთვის მიმართეთ ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა „პროგრესის“ ადმინისტრაციას: ქ. ქუთაისი, დ.აღმაშენებლის N20 ქ.თბილისი, ბუდაპეშტის N1, ქ. ბათუმი, ტ. აბუსერიძის N11. ტელ: (+995 431) 25 25 09; 599 90 80 41; 595096177 ელ-ფოსტა: gaschoolprogressinfo@gmail.com. www.schoolprogress.ge.