ყვარლის N2 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ეროვნულ გამოცდაზე შთამბეჭდავი შედეგი აჩვენეს
12-09-2018
ყვარლის N2 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ეროვნულ გამოცდაზე ძალიან კარგი შედეგი აჩვენეს.
კერძოდ, სამიტაშვილმა თამარმა, მებზევიშვილმა ლაშამ, ვარამიშვილმა მზიამ და ბუჯიაშვილმა მარიამმა 100 %-იანი გრანტი აიღეს და თავიანთ სასურველ უნივერსიტეტებში მოხვდნენ.
70 %-იანი გრანტი აიღო ნინო სამიტაშვილმა, ხოლო მარიამ ხინჩიკაშვილი და ნათია წიწრიაშვილი 50 %-იან გრანტს დასჯერდნენ.
„ასევე, გასახარია ის ფაქტი, რომ 12 ბავშვი უფასო ფაკულტეტზე ჩაირიცხა. ვულოცავთ თითოეულ მათგანს მიღწეულ წარმატებას“-ნათქვამია დირექციის განცხადებაში.