ჯუგაანის სკოლის მოსწავლეებმა საახალწლო საჩუქრები მიიღეს
28-12-2016

ჯუგაანის სკოლის მეორე კლასში ჩატარდა საახალწლო ღონისძიება.

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა მასწავლებელი ნათია ნარინდოშვილი. 

ღონისძიებას ესწრებოდნენ: სკოლის დირექტორი, სასწავლო ნაწილი, მასწავლებლები, მშობლები.

მოსწავლეებმა წარმოადგინეს საშობაო ზღაპარი ,,თოვლის პაპის დაბრუნება’’, შესანიშნავად მოირგეს როლები, იცეკვეს, იმღერეს, წაიკითხეს ლექსები. 

ბავშვებს ახალი წელი მიულოცა და ღონისძიება დადებითად შეაფასა სკოლის დირექტორმა მარიამ ბოლაშვილმა. 

ახალი წელი მიულოცა ასევე,  და მადლობა გადაუხადა მოსწავლეებს, მშობლებს, კლასის ხელმძღვანელმა ნათია ნარინდოშვილმა, მანანა აბულაშვილმა.

მოსწვლეებმა მიიღეს საახალწლო საჩუქრები და გადაიღეს სამახსოვრო სურათები.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203