ცხმორისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ხელოვნების კონკურსში პირველი ადგილი დაიკავეს
14-09-2018
ცხმორისის საჯარო სკოლის მოსწავლეები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ ჩატარებულ 2017-2018 წლის სასწავლო ოლიმპიადებსა და ხელოვნების კონკურსში წარმატებით მონაწილეობდნენ. სკოლის აღსაზრდეელბმა - მარი აბაშიძემ და მარიამ ბერიძემ ხელოვნების კონკურსში პირველი ადგილი დაიკავეს. მარი აბაშიძე დაბალ ასაკობრივ ჯგუფში ასპარეზობდა, მარიამ ბერიძე კი - მაღალ ასაკობრივ ჯგუფში.
ამასთანავე, მარიამ ბერიძემ ბიოლოგიის ოლიმპიადაში მესამე ადგილი მოიპოვა.
მოსწავლეები დიპლომებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ. მასწავლებლებს კი სერთიფიკატები გადაეცათ. სკოლა ასევე დასაჩუქრდა 60 დასახელების კლასგარეშე ლიტერატურით. იხილეთ ფოტოები