„ბავშვები კი არ არიან ჰიპერაქტიურები, მასწავლებლები არიან ჰიპერპასიურები“ - შალვა ამონაშვილი
14-09-2018
პედაგოგმა და ფსიქოლოგმა შალვა ამონაშვილმა თანამედროვე მასწავლებლებზე საუბრისას აღნიშნა, რომ სწავლების ძირითადი მინუსი ძველი პედაგოგიკაა.
„ეს თაობა მართლა განსხვავებულია და ამიტომ დაარქვეს მათ პედაგოგებმა ჰიპერაქტიურები, ამით თავი დაიზღვიეს. სინამდვილეში კი, ბავშვები კი არ არიან ჰიპერაქტიურები, არამედ მასწავლებლები არიან ჰიპერპასიურები. ბავშვები ახლები არიან და პედაგოგიკა კი ძველია და რა ხდება ამ დროს? ბავშვი იშლება, მას არც მოსმენა უნდა, არც მასწავლებელი უყვარს...“