ბუნებაში გვხვდება სახეობები, რომლებშიც შთამომავლებზე ზრუნვა - მამის საზრუნავია, რომელიც თავად ზრდის მომავალ მამებს, კვერცხებს დებს ან მშობიარობასაც იღებს.
ზღვის ცხენი
ზღვის ცხენებისთვის დედა - მამაა. მართალია, მათ დედაც ჰყავთ, მაგრამ მხოლოდ ნომინალურად: იგი კვერცხებს „მეუღლის“ მუცლის სპეციალურ ჯიბეში ყრის და საკუთარ საქმეებზე მიდის. მამა კი დედის მოვალეობის შესრულებას იწყებს. იგი თავად ანაყოფიერებს კვერცხებს და თვენახევარი მუცლით ატარებს. შემდეგ კი დაახლოებით 1000 ნაშიერს ყრის.
ნანდუ
ეს სირაქლემას მსგავსი მამრი - მრავალცოლიანიცაა და საკუთარი ნაშიერებისთვის დედაც. იგი ბუდეში 7-8 და ზოგჯერ 12 მდედრის კვერცხსაც კი აგროვებს და მათ გამოჩეკვაზე ზრუნავს. მთელი დღე აზის და მხოლოდ საკვებად დგება. ასე ატარებს დროს 6 კვირა, სანამ პირველი ბარტყები არ გამოიჩეკებიან.
მემკვიდრეებზე ზრუნვას მამა მათი გამოჩეკვის შემდეგაც აგრძელებს - ასეინრებს და ასწავლის.
აღსანიშნავია, რომ როდესაც მამრი 12 წლის ხდება, იგი გუნდიდან მიდის და მარტოობაში კვდება.
ბრჭყალებიანი მაიმუნი
ყველაზე პატარა პრიმატების მამრი მთელი ორსულობის მანძილზე პარტნიორზე ზრუნავს, ხოლო როდესაც მშობიარობის დრო მოდის, პროცესში აქტიურად მონაწილეობს, როგორც გამოცდილი ბებიაქალი. რომ გამოვთვალოთ ნაშიერისა და მდედრის სხეულის წონა ადამიანებთან მიმართებაში რჭყალებიანებში ადამიანთან შედარებით, გამოდის, რომ 55 კილოგრამიან დედას 14-კილოგრამიანი ბავშვი უჩნდება.
მშობიარობის მიღების შემდეგ მამრი მეგობრებთან ვაჟის დაბადების აღსანიშნავად არ მიდის, იგი ბავშვს უვლის, ზურგით დაჰყავს და მას გარეამყაროს აცნობს და დედასთან საკვებად მიჰყავს.
ტურა და კოიოტი
ეს მტაცებელი ცხოველები მონოგამები არიან - ერთმანეთთან მთელ ცხოვრებას ატარებენ. ხოლო როდესაც მდედრი მაკედაა, მამრი მუდმივად ნადირობს, რომ მეუღლე და შემდეგ კი ახალდაბადებული ლეკვები გამოკვებოს.