თბილისის N106 საჯარო სკოლაში 17 სექტემბერი გრანდიოზული ღონისძიებით დაიწყო
17-09-2018

ახალი სასწავლო წელი თბილისის N106 საჯარო სკოლაში განსაკუთრებულად დაიწყო.

დირექტორის, თენგიზ გულორდავას ინიციატივით, ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს ვარსკვლავს გაუხსნიან.

ეს ცერემონია სიმბოლურად პირველად სწავლის დაწყების დღეს შედგება. სკოლაში უკვე დაირეკა პირველი ზარი.

სკოლაში სტუმრად იმყოფება და მოსწავლეებს ამ მნიშვნელოვან დღეს ულოცავს „ეტალონისა“ და ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალის, Izrune.ge-ს ავტორი, გოჩა ტყეშელაშვილი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203