თბილისის N106 საჯარო სკოლაში მედალოსანთა ვარსკვლავები საზეიმოდ გაიხსნა
17-09-2018
თბილისის N106 საჯარო სკოლაში სასწავლო წელს ახალი ტრადიციით შეხვდნენ - დღეიდან სკოლის ეზო ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეთა ვარსკვლავებით იკაშკაშებს და მომავალ თაობას განათლებისა და წარმატებისკენ გაუნათებს გზას.

სკოლის პირველი მერცხლები გვანცა ჩაგუნავა და ნუნუ ნოზაძე არიან, რომელთა ვარსკვლავი საზეიმო ვითარებაში, საქართველოს ეროვნული ინტელექტ - ჩემპიონატ „ეტალონისა“ და ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალის, Izrune.ge - ს ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გახსნა.

სადღესასწაულო ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის წევრი დავით ჭიჭინაძე ესწრებოდა, რომელმაც სკოლის ახალი სააქტო დარბაზის ლენტი გაჭრა და სიმღერის, ცეკვისა და ლექსების ზეიმს მისცა სტარტი.

თბილისის N106 საჯარო სკოლაში ახალი, 2018 - 2019 სასწავლო წლის დაწყება დაუვიწყარ კადრებად აღიბეჭდა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203