თბილისის N103 საჯარო სკოლაში პირველი ზარი დაირეკა და საკლასო ოთახები ჟრიამულით აივსო.2018 - 2019 სასწავლო წლის დასაწყისი სკოლის წარმატებული დირექტორის, არჩილ ჩხაიძის განსაკუთრებული მასპინძლობითა და საქართველოს ეროვნული ინტელექტ - ჩემპიონატ „ეტალონისა“ და ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალის,
Izrune.ge - ს ავტორის, გოჩა ტყეშელაშვილის სტუმრობით გამოირჩეოდა.
მან სკოლის ულამაზესი შენობა დაათვალიერა, გამორჩეული პედაგოგები გაიცნო, პირველ და მეთორმეტეკლასელებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და მოსწავლეებს სითამამის, შემეცნებისა და წინსვლისკენ მოუწოდა.
იხილეთ ფოტოები: