ქსოვრისის საჯარო სკოლამ ახალი სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო
17-09-2018
ქსოვრისის საჯარო სკოლაში ახალ სასწავლო წელთან დაკავშირებით ღონისძიება - „ცოდნის ზეიმი“ გაიმართა.
მოწაფეებს სკოლის დირექტორმა ლია ხაჩირაშვილმა სიტყვით მიმართა. წარჩინებულ მოსწავლეებს სიგელები გადაეცათ. 2017-18 სასწავლო წლის კურსდამთავრებულები კი, რომელთაც წარმატებით ჩააბარეს ეროვნული გამოცდები და სხვადასხვა უნივერსიტეტში ჩაირიცხნენ, ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.
ასევე, მოსწავლეებს მედალოსანი კურსდამთავრებული ნატო გაბარაშვილი მიესალმა. მან პედაგოგებს მის წარმატებაში შეტანილი წვლილისათვის მადლობა გადაუხადა. სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა ლექსები წარმოთქვეს. ისინი საკლასო ოთახამდე მეთორმეტე კლასის მოსწავლეებმა მიაცილეს და სწავლაში წარმატება უსურვეს.
პარალელურად, მშობელთა საერთო კრება ჩატარდა. დირექციამ მშობლებს განათლების სისტემაში შეტანილი ცვლილებებისა და სკოლის ამოცანების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. მოსწავლეებს კლასის დამრიგებლებმა სახელმძღვანელოები გადასცეს.