კონკურსში გამოვლინდა ორი გამარჯვებული კლასი.
X-კლასის მოსწავლეებმა: ანა ნადირაძემ, ქრისტინე ძაგნიძემ, თამუნა ხაჭაპურიძემ და რამაზ ბიბინიძემ I ადგილი დაიკავეს ნომინაციაში ,,საუკეთესოდ მორთული საკლასო ოთახი“.
VIII-კლასის მოსწავლეებმა: დიანა ბიბინიძის ხელმძღვანელობით გაიმარჯვეს ნომინაციაში ,,ორიგინალური ნაძვის ხე“.
ნაძვის ხე აწყობილი იყო ფერადი ფურცლებით.
მოსწავლეები საჭირო მატერიალური რესურსებით მოამარაგა სკოლის დირექტორმა რომან ჯაიანმა.
კონკურსში გამარჯვებულ მოსწავლეებს გადაეცათ საჩუქრები.