ახალი სასწავლო წელი თბილისის N89 საჯარო სკოლაში-მოსწავლეებმა საზეიმო შეხვედრა ჩაატარეს
17-09-2018
თბილისის N89 საჯარო სკოლის მოედანი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით საზეიმოდ იყო მორთული.
სკოლის მეოთხე ბ კლასის მშობლების ინიციატივით (კლასის დამრიგებელი მერაბ გოგია), პირველი, მეოთხე და მეთორმეტე კლასის მოსწავლეების უშუალო მონაწილეობით და სკოლის დირექციის ხელშეწყობით საზეიმო შეხვედრა-კონცერტი ჩატარდა.
სკოლის დირექტორმა მოსწავლეებს, მშობლებსა და მასწავლებლებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და აღნიშნა, რომ სასწავლო წელი შედეგიანი იყო-კურსდამთავრებულებმა უმაღლეს სასწავლებლებში წარმატებით ჩააბარეს; წელს დიდი იყო მოთხოვნა სკოლაში მიღებაზე; ასევე, გაიხსნა პირველკლასელთა 6 პარალელური კლასი.
დირექტორმა სკოლის მოსწავლეებს სიბეჯითე და წარმატება უსურვა. ღონისძიება მშობლებისა და შეხვედრის მონაწილეების მხრიდან დადებითად შეფასდა.