ტოლოშის საჯარო სკოლამ ახალი სასწავლო წლის დაწყება ზეიმით აღნიშნა
17-09-2018
ტოლოშის საჯარო სკოლამ ახალი სასწავლო წელი ზეიმით დაიწყო.
ღონისძიებაზე დირექტორმა მადონა ივანიძემ საქართველოს ჩემპიონ მოსწავლეებს გეზრბენში (მარიამ ნადირაძე, ნაირა გვარამაძე, ნინო ქუქჩიშვილი და ქეთი დავლაშერიძე) სიგელები გადასცა, ასევე ფასიანი საჩუქრით დააჯილდოვა მათი მწვრთნელი და ტოლოშის საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი მამუკა ნადირაძე.
დირექტორმა საზეიმოდ სიგელებით დაასაჩუქრა წარჩინებული მოსწავლეებიც: ანა მელიქიძე და მარიამ ნადირაძე.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა სკოლის უხუცესი პედაგოგი ცისანა შველიძე, რომელსაც 17 სექტემბერს დაბადებიდან 80 და პედაგოგობის დაწყებიდან 57 წელი შეუსრულდა.
სკოლის ღონისძიებას ესწრებოდნენ ასპინძის მერი როსტომ მაგრაქველიძე, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა მელიძიძე და რესურსცენტრის დირექტორი ტრისტან მურადაშვილი.