ხოჯორნის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საზეიმო ვითარებაში დაიწყო
18-09-2018
ხოჯორნის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი ზეიმით დაიწყო.
წელს პირველკლასელები მხოლოდ სკოლის სომხურ სექტორს ჰყავს.
უკვე წლებია სასწავლო წლის დაწყებისთვის სკოლას სტუმრობს და პირველკლასელებს სიმბოლურ საჩუქრებთან ერთად სასკოლო ჩანთებს გადასცემს ფსკოვში მცხოვრები ხოჟორნელი მარუჟან ვერმიშიანი.
ტრადიცია არც წელს დარღვეულა და მან ექვსივე პირველკლასელი დაასაჩუქრა.
პირველკლასელებს და მათი კლასის დამრიგებელს არმინე ხაჩატურიანს ლეპტობებიც გადაეცათ.
მოსწავლეებს სასწავლო წელი მიულოცეს ასევე სკოლის დირექტორმა და პედაგოგებმა.