გასვლითი გაკვეთილი - ვარდისუბნის სკოლის საინტერესო გამოწვევა
28-12-2016

ვარდისუბნის სკოლამ მიიღო გამოწვევა IT Academy STEP - ში.   

სკოლის საინფორმაციო მენეჯრმა - ი.ს.ტ. - ის საგნის პედაგოგმა ხათუნი ასანიძემ, დაგეგმა მეექვსე კლასთან, ისტორიის მასწვლებელ ი. ყეინაშვილთან  და მშობელთა კომიტეტთან ერთად (ექსკურსია) გასვლითი გაკვეთილი, სადაც მოსწავლეები ორი საათის განმავლობაში ეზიარნენ თამაშების შექმნის, საიტების შექმნის და რობოტოლანდიის ფართო შესაძლებლობებს. 

როგორც მასწავლებელი ხათუნი ასანიძე აღნიშნავს, წარმომადგენლები არაჩვეულებრივად გადმოსცემდნენ სასწავლო კურს, მოსწავლეებისათვის ადვილად აღსაქმებლად:

"მართლაც უნდა დავივიწყოთ რომ კომპიუტერული თამაშების შექმნა არცთუ რთული საქმეა და რაც ყველაზე მთავარი. ვისწავლეთ და გავიგეთ,  რომ ჩვენი ყველაზე თამამი იდეების განხორციელება თურმე შესაძლებელია. ექსკურსიის მიზანი იყო მოსწავლეთა დონის ამაღლება და სასწავლო გარემოს გაუმჯობესება ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინტეგრირების გზით. ციფრული კულტურის დამკვიდრების ხელშეწყობა, მათში დაგროვილი ცოდნისა და უნარების პრაქტიკაში თანმიმდევრული გამოყენების ხელშეწყობა. 

ეს სასკოლო ტური ექსკურსია ღია გაკვეთილი დაიგეგმა IT Academy STEP-ში მშობელთა კომიტეტთან ერთად, სადაც მოსწავლეები ორი საათის განმავლობაში ეზიარებიან თამაშების შექმნის, საიტების შექმნის და რობოტოლანდიიდს ფართო შესაძლებლობებს. დაბრუნების შემდეგ ფართო აუდიტორიას პრეზენტაციის სახით აჩვენებენ  Iთ კლასში სკოლის მოსწავლეებს და მშობლებს უამბობენ შეძენილი ცოდნისა და სიახლის შესახებ. 

ასევე, ეს ექსკურსია გააძლიერებს თანამშრომლობას და კავშირს სკოლასა - მშობელსა - მოსწავლეს შორის." - აღნიშნავს სკოლის მასწავლებელი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203