თბილისის N210 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი ხალისიანად დაიწყო
18-09-2018
თბილისის N210 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი ხალისით და პოზიტივით დაიწყო.
მოსწავლეები ჯერ სკოლის ეზოში შეიკრიბნენ, სადაც მათ დირექტორმა მიმართა და წარმატებული სასწავლო წელი უსურვა.
შემდეგ პირველკლასელები კლასებში გადანაწილდნენ და პირველ მასწავლებელს ყვავილები მიართვეს.
„იყო ბევრი სიხარული, ბევრი ღიმილი და ბევრი საჩუქარი. წინსვლას და სიხარულს ვუსურვებთ ყველა ბავშვს, გვინდა მუდამ ღიმილიანს გხედავდეთ, თქვენი წარმატებით ვიამაყებთ“ - აღნიშნეს სკოლაში.