„პირველი მერცხლები“ - გომის საჯარო სკოლაში პირველკლასელებს მორთული საკლასო ოთახი დახვდათ
18-09-2018
ხაშურის გომის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლის დაწყება ორიგინალურად აღნიშნეს. 

სკოლაში განსაკუთრებული დახვედრა პირველკლასელებს მოუწყვეს, რომლებსაც მორთული ოთახი დახვდათ. 

ქაღალდის მერცხლებითა და ბუშტებით მორთულმა ოთახმა მათზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. 

გომის საჯარო სკოლა ულოცავს მოსწავლებს და მასწავლებლებს ახალი სასწავლო წლის დაწყებას. 

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203