„ეტალონი“ მოსწავლეებს უმტკიცებს რომ განათლებაზე მნიშვნელოვანი არაფერია“- ანის საჯარო სკოლის „ეტალონელი“ გრანტის მფლობელია
18-09-2018
ანის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა და 2016-2017 სასწავლო წლის ახალციხის მუნიციპალიტეტის „ეტალონი მოსწავლის“ სტატუსის მფლობელმა გვანცა ჩუბინიძემ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა და სტუდენტი გახდა. სკოლის კურსდამთავრებულმა 70%-იანი გრანტი მოიპოვა და საქართველოს უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის ფაკულტეტზე ჩაირიცხა.
გვანცა ჩუბინიძის თქმით, „ეტალონი“ მოსწავლეებს უმტკიცებს რომ განათლებაზე მნიშვნელოვანი არაფერია.
„მომავალ „ეტალონელებს“ ვურჩევ, არ ინერვიულონ და იყვნენ თავიანთ თავში დარწმუნებულნი. მაღალი კონკურენციის გამო გამარჯვების მოპოვება რთული იყო. „ეტალონი“ არის პროექტი, რომელიც მოსწავლეებს ნიჭისა და შესაძლებლობების გამოვლენის საშუალებას აძლევს, მეტად თავდაჯერებულებს ხდის და უმტკიცებს, რომ არაფერია განათლებაზე და განათლებულ ადამიანზე მნიშვნელოვანი.
„ეტალონი“ არის ყველაზე მოთხოვნადი ინტელექტ-ჩემპიონატი. ინტელექტ-შეჯიბრი თითოეულ მოსწავლეს საშუალებას აძლევს გახდეს უფრო მოტივირებული, ხელს უწყობს წარჩინებულ მოსწავლის აღმოჩენას და წახალისებას“,- აღნიშნავს გვანცა ჩუბინიძე.