ბათუმის ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლის აღსანიშნავად საზეიმო ღონისძიება გაიმართა
18-09-2018
ბათუმის ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლამ ახალი სასწავლო წლის დაწყება აღნიშნა.
სკოლის ეზოში შეკრებილ მოსწავლეებს დირექტორი და პედაგოგები დახვდნენ.
დირექტორმა დამსწრე აუდიტორიას სასწავლო წლის დაწყება მიულოცა. შეკრებილ საზოგადოებას მიმართეს მოსწავლეებმაც.
პირველი კლასის მოსწავლეებმა პირველ მასწავლებელს თაიგულები მიართვეს, მასწავლებელი კი მათ კლასისკენ გაუძღვა, სადაც მოსწავლეებს სახელმძღვანელოები და ბუქები დახვდათ.
ბათუმის ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლა გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას.