უდის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები ქების სიგელით დაჯილდოვდნენ
18-09-2018
უდის N2 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლის დაწყება ღონისძიებით აღნიშნეს.

სკოლის დირექტორმა და პედაგოგებმა აღსაზრდელებს სწავლის დაწყება მიულოცეს და წარმატებული სასწავლო წელი უსურვეს.

ღონისძიებაზე ქების სიგელი გადაეცა 38 მოსწავლეს, ასევე დაჯილდოვდნენ კლასგარეშე ოლიმპიადებში გამარჯვებული მოსწავლეებიც. პირველკლასელებს დაურიგდათ ბუკები. სკოლას წელს ჰყავდა 2 კომპიუტერის კანდიდატი და 1 ოქროს მედალოსანი.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, წელს სკოლაში 118 მოსწავლე ირიცხება, რომელთაგან 11 პირველკლასელია. 

„ყველა მოსწავლე უზრუნველყოფილოა სასწავლო სახელმძღვანელოებით. სასწავლო პროცესი დადებითი განწყობით დავიწყეთ“-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტო
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203